ყველგან არის პოლიცია, არსად სამართალი! - ხელოვანების პროტესტი მერისთან
ხელოვანები არ ჩერდებიან - ქალაქის ქუჩები კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა დღეს შეძახილებით მოიარეს, აქციის მონაწილეები სკანდირებენ "გაიფიცე".
მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ პოლიციის განყოფილებებთანაც და გომელაურის უწყების თანამშრომლებს მოსთხოვეს მოქალაქეების დაცვა და თბილისში მოთარეშე კრიმინალების დასჯა.
წლების წინ, როცა ჩემი შვილი გვიან ბრუნდებოდა სახლში, ან გვიან გადიოდა, ახლა უბრალოდ, ცხოვრება არ შეიძლება. ყველგან არის პოლიცია, არსად სამართალი! - ყველგან სჯიან ადამიანებს. ყველაფერზე შეუძლიათ გაგსიწორდნენ - სახეზე არ მოეწონე, ქურთუკი არ მოეწონათ.
ამის პარალელურად, ქალებს გვიჩნდება საოცარი ენერგია და უშოშრობა, როცა ვიღაცას სეცემენ და პოლიციელს როგორ შეუძლია, შეტრიალდეს ზურგით და თვალი მოარიდოს, იმას რომ მის თვალწინ ვიღაცას კლავენ, დაშინებულები ხართ?!"- აცხადებს მსახიობი ბაია დვალიშვილი.