"საით მიდიხარ საქართველო?" - ფიშერი

09.12.24 19:45
"საით მიდიხარ საქართველო?" - ფიშერი

ინგოროყვას სახელობის კლინიკაში "ტვ პირველის" სასტიკად ნაცემი ჟურნალისტისა და ოპერატორის მონახულების შემდეგ, საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი განცხადებას ავრცელებს

დიპლომატი მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე "ავაზაკთა ბანდების" თავდასხმას გმობს.

"საით მიდიხარ საქართველო?" - წერს პიტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე.

8 სახელმწიფოს ელჩი ტვ პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს საავადმყოფოში სოლიდარობის გამოსატახავად ესტუმრნენ. მიუღებელია ავაზაკთა ბანდების თავდასხმა მედიის წარმომადგენლებსა და სხვებზე. გვითხრეს, პოლიცია სულ რამდენიმე მეტრში იდგა და მათ არ დაეხმარა. საით მიდიხარ საქართველო?" - წერს პიტერ ფიშერი. 

7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს, გიორგი შეწირულს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. კადრებში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ჯგუფურად უსწორდებიან. 

საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.