ბიზნესი მოქმედებაზე გადადის - არალეგიტიმურ ხელისუფლებას სექტორი, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკა დგას, ბოიკოტს უცხადებს

09.12.24 21:12
ბიზნესი მოქმედებაზე გადადის - არალეგიტიმურ ხელისუფლებას სექტორი, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკა დგას, ბოიკოტს უცხადებს

ბიზნესი მოქმედებაზე გადადის -  არალეგიტიმურ ხელისუფლებას საქმიანი სექტორი, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკა დგას, ბოიკოტს უცხადებს. BM.GE-ს ეთერში ბიზნესმენები შეთანხმდნენ, თუ კი ისევ მდუმარედ შეხვდებიან ხელისუფლების რეპრესიებს, ეს ქვეყანას გადაიყოლებს. ბიზნესი გეგმავს, არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევის დღეს, როცა ევროპული მომავლის მცველები საკუთარ ხმას მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგონებენ გაფიცვის რეჟიმში გადავიდნენ. 

თუ ბიზნესი საქმიანობას შეწყვეტს და გაიფიცება, ქვეყანაში ეკონომიკური დოვლათის შექმნა შეუძლებელი გახდება. ოლიგარქს პირადი ომონის დაფინანსება სავარაუდოდ საკუთარი ფულით მოუწვეს. ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიების დამფუძნებლებისთვის საბჭოთა ქართველია, რომელიც ქვეყნის ბედს ერთპიროვნულად არ უნდა წყვეტდეს, ამიტომ ბიზნეს სექტორი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანდება.

ბიზნესმენები ამბობენ რომ, ახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისის დასრულება შეუძლია.

ბიზნესის პროტესტი - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით