რეპრესიები ოლიგარქის სახელით - ახალგაზრდების წინააღმდეგ რეპრესიებიც 12 დღეა, გრძელდება
უპრეცედენტო რეპრესიები ოლიგარქის სახელით. ადამიანების ტერორს და დაშინებას ბოლო არ უჩანს. ნაძვის ხის დაზიანების გამო დაკავებულია იაკობ გოგებაშვილის შთამომავალი. არადა რუსთაველის გამზირზე მიტანილ რკინის კონსტრუქციაზე ლაშა გოგებაშვილმა მხოლოდ ევროკავშირის დროშა დაკიდა. ახალგაზრდა კაცს ჩაუსაფრდნენ, დააკავეს და სასტიკად სცემეს. რეჟიმმა მას აქციაზე ნათქვამი ერთი ფრაზა არ აპატია.
ხალხს ვინც 12-ე დღეა, ქუჩაში დგას, ერთმანეთის მიყოლებით გამოგონილი ბრალდებებით აკავებენ. ნაწილს გამოკითხვებზე იბარებენ, ნაწილს ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდები შეშინდნენ, გაჩუმდნენ და ქვეყანაში აზვირთებულ პროტესტს აღარ შეუერთდნენ.
ქვეყნის გარუსებისგან დასაცავად აქციები 12 დღეა მიმდინარეობს, ახალგაზრდების წინააღმდეგ რეპრესიებიც 12 დღეა გრძელდება - სასტიკი ცემა, ტერორი, მუქარის ზარები, კრიმინალური პოლიცია ახალგაზრდებს არ აშინებთ და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი მოქალაქე გადის აქციაზე.