დასახიჩრებულ აქტივისტებს მოსამართლეები სამართალდამრღვევებად აცხადებენ - მოძალადეები ხელშეუხებლები არიან
ბანდფორმირებების მიერ დასახიჩრებულ აქტივისტებს, ვინც სიკვდილს სასწაულით გადაურჩენენ, მოსამართლეები სამართალდამრღვევებად აცხადებენ. ქუჩაში დაწყებულ რეპრესიებს მოსამართლეები უკვე სასამართლო დარბაზებში აგრძელებენ. არცერთი პასუხისგებაში მიცემული მოძალადე ნიღბიანი - ამ ფონზე კი ყველა აქტივისტი ან დაკავებულია, ან დაჯარიმებული.
საქალაქო სასამართლოში დაზარალებულების გრძელი რიგები დგას. აქტივისტებს წარმოუდგენელი ძალადობის კვალი ამ დრომდე ეტყობათ. მაგრამ მოსამართლეები არაფერს იმჩნევენ. გადაწყვეტილებებს მხოლოდ გომელაურის რაზმის წევრების ჩვენების საფუძველზე იღებენ. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დღეს პირველებთან დეტალურად იხსენებდნენ როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ მათ მოძალადეები, დამნაშავეებად კი მსხვერპლი ადამიანები გამოაცხადეს.