ყველგან პოლიცია, მაგრამ არსად სამართალი! - ხელოვანების ამბოხის გაზაფხული საქართველოში
ყველგან პოლიცია, მაგრამ არსად სამართალი! - ეს იყო დღეს მსახიობების მთავარი სათქმელი. ისინი ნაცვლად იმისა, რომ რეპეტიციაზე იყვნენ და სპექტაკლისთვის ემზადებოდნენ, რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული და სასტიკად ნაცემი მოქალაქეების, დასაცავად ქუჩაში დგანან. მსახიობები, რეჟისორები, მომღერლები, სცენარისტები - ყველა ქვეყანაში ახალ არჩევნებს ითხოვს, რომ წავიდეს რეჟიმი, რომელმაც საკუთარ ხალხს, შედგომის სისხლიანი დღეები მოუწყო.
ხელოვანების ამბოხის გაზაფხული საქართველოსთვის ისტორიულია, ასეთი მასშტაბური პროტესტი და თეატრების და კინოხელოვანების გაფიცვა ქვეყანას არ ახსოვს . ყველა ვინც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში ამბობს, რომ ახლა გაჩუმება არის დანაშაული. აქციის მონაწილეებმა დღეს მსვლელობა იუსტიციის სახლიდან დაიწყეს და პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ, სადაც მოქალაქეების დაცვა და კრიმინალების დასჯა მოითხოვეს.