მოქალაქეები ახალ არჩევნებს ითხოვენ! - პროტესტის მეთორმეტე დღე საქართველოში

09.12.24 20:05
მოქალაქეები ახალ არჩევნებს ითხოვენ! - პროტესტის მეთორმეტე დღე საქართველოში

ახალი არჩევნების მოთხოვნა!  -  დღე მეთორმეტე -  საქართველოში ისევ პროტესტია.  მოქალაქეები  ისევ ქუჩაში დგანან და  არსად წასვლას არ აპირებენ,   სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. ივანიშვილის გუნდის  ძალადობამ და რეპრესიებმა შედეგი  ვერ გამოიღო. აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ "ივანიშვილმა ვერ გაიგო, რომ თავისუფალ ადამიანებს მისი ტერორი არ აშინებს". 

რუსთაველის გამზირი სავსეა - საავტომობილო გზა ისევ გადაკეტილია.  რეჟიმმა იზოლატორები და კლინიკები გადაავსო, მაგრამ  პროტესტის ეპიცენტრში ყოველ დღე სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის. ეს სურათი ყველაზე მძიმე სანახავი   თვითაღიარებული მთავრობისთვის არის, რომელიც მოქალაქეების  თავების დათვლაზეა გადასული.

მარტივი მოთხოვნაა ჩატარდეს ახალი არჩევნები, დამოუკიდებელი ადმინისტრაციით, სადაც გამოხატული იქნება ქართველი ხალხის ნება. ქართველი ხალხის ნება არ არის ეს ხელისუფლება. ქართველი ხალხის ნება თუ იქნება გამოხატული ის გააგრძელებს სვლას ევროპისკენ და ჩვენ ვიქნებით უკეთეს ქვეყანაში", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

წავიდნენ, მოშორდნე, დაანებონ საქართველოს თავი, დაანებონ ამ ბავშვებს თავი ნუ სცემენ, ნუ ეს უნამუსოები. ნუ თუ არ რცხვენიათ ამ ბავშვებს ესე, რომ ექცევიან. რად გვინდა ეს ნაძვის ხე , როცა ამდენი ბავშვია საავადმყოფოებში. არ დაისვენებს ხალხის, ამაზე მეტი გამოვა და მაინც მივაღწევთ ჩვენს შედეგს და წავლენ ესენი რუსეთში'', - აცხადებს კიდევ ერთი დემონსტრანტი. 

ნანულა ქაჯაია მოვლენების ეპიცენტრიდან