"მთელი რეჟიმი საპოლიციო ძალებსაა ჩაბღაუჭებული... ერთი სული აქვთ, ეს ყველაფერი დამთავრდეს" - ელისაშვილი

09.12.24 20:04
"მთელი რეჟიმი საპოლიციო ძალებსაა ჩაბღაუჭებული... ერთი სული აქვთ, ეს ყველაფერი დამთავრდეს" - ელისაშვილი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ალეკო ელისაშვილი რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან განცხადებას აქვეყნებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, რომ "მთელი რეჟიმი საპოლიციო ძალებსაა ჩაბღაუჭებული და ერთი სული აქვთ, ეს ყველაფერი დამთავრდეს".

მეგობრებო, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. მე პირადად მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული. არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. თუმცა, თამაშია აქ ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება.

ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ. მთელი რეჟიმი საპოლიციო ძალებსაა ჩაბღაუჭებული, მაგრამ დაკავების მომენტიდან მთელ სისტემასთან მქონდა შეხება, უამრავ პოლიციელთან გადავიკვეთე და დამერწმუნეთ, ერთი სული აქვთ ეს ყველაფერი დამთავრდეს. ჰოდა, დასრულდება, თანაც ჩვენი სახელოვანი გამარჯვებით! რუსთავის მე-12 დაწესებულების ტუსაღი, ა. ელისაშვილი." - წერს ალეკო ელისაშვილი. 

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი „ქორთიად მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს. ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგასხენებთ, რომ ალეკო ელისაშვილზე რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული.