"ოცნება" ბევრად აგრესიულ პარტიულ პოლიციას ქმნის - ლევან გოგიჩაიშვილი ახალ კანონპროექტზე

09.12.24 22:03
"ოცნება" ბევრად აგრესიულ პარტიულ პოლიციას ქმნის - ლევან გოგიჩაიშვილი ახალ კანონპროექტზე

ტიტუშკები ისედაც არიან სისტემის ნაწილი და კანონის ამოქმედების შემდეგ მათ ოფიციალურად გააფორმებენ - ასე ეხმაურება "გახარია საქართველოსთვის" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი "ოცნების" ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ექნება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს.

პოლიტიკოსის შეფასებით, კანონის მიზანია, პოლიციელი იყოს უფრო აგრესიული და ნაკლებად კვალიფიცირებული.

ეს ტიტუშკები არიან ნაწილი ამ სისტემის. ეს ადამიანები, ვითომ რაღაც ქუჩაში, რომ დადიან. ჩვეულებრივი ხელმოწერილი აგენტურაა.  მათთვის ცალკე დეპარტამენტი არის სუს-ში. ეს ადამიანები საიდუმლო დოკუმენტაციით არიან გაფორმებულები. ესენი ყველანი არიან სისტემის ნაწილი. ადამიანები ამხელა დანაშაულს სჩადიან, რომელიც მძიმეზე მეტი არის და პოლიცია დგას და უღიმის. ამიტომ უნდათ პარტიული პოლიციის შექმნა, უნდათ რომ ჩვენთან პოლიციელები იყვნენ კიდევ უფრო ნაკლებად კვალიფიცირებული, კიდევ უფრო აგრესიულები, კიდევ უფრო მეტად მონდომებულები განსხვავებულია აზრის მიმართ. როდესაც ასეთ მოქმედებს იწყებ, ტაიმერი ჩართულია მათ საწინააღმდეგო'', - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი. 

 შეგახსენეთ, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს და საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს. მოცემულს "პოლიციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის თანახმად, კანონი 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.