ჯო უილსონი ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წევრებზე სანქციების დაწესებას ითხოვს

09.12.24 21:46
ჯო უილსონი ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წევრებზე სანქციების დაწესებას ითხოვს

"საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება აგრძელებს ქართველების სასტიკად დარბევას" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ზე წერს.

რესპუბლიკელი კონგრესმენი მოითხოვს, ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესდეს.

"ჩვენ არ შეგვიძლია გავდგეთ გვერდით და დავუშვათ საქართველოში დიქტატურა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ" - წერს ჯო უილსონი.

საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება აგრძელებს ქართველების სასტიკად დარბევას. მოვუწოდებ, სასწრაფოდ დაწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვის წევრებზე.  ჩვენ არ შეგვიძლია გავდგეთ გვერდით და დავუშვათ საქართველოში დიქტატურა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ". - წერს ჯო უილსონი.