"ხალხი გრძნობს საფრთხეს სამშობლოს რუსულ ჭაობში დაბრუნების, მათ ვერ დააშინებენ - კობა ხაბაზი

09.12.24 23:22
"ხალხი გრძნობს საფრთხეს სამშობლოს რუსულ ჭაობში დაბრუნების, მათ ვერ დააშინებენ - კობა ხაბაზი

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, კობა ხაბაზი, რომელსაც ორი დღის წინ უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება. 

მისი განცხადებით, ახლა ათჯერ უფრო მხნედ და შემართებით არის. 

"რუს-ქოცები სრულ აგონიაში არიან, ისინი ცემით ცდილობენ დააშინონ ის ადამიანები, ვისთვისაც მთავარი მამოძრავებელი არის სამშობლო" - ამბობს ხაბაზი.

ათჯერ უფრო მეტად მხნედ და შემართებით ვარ, ვიდრე ვიყავი იმიტომ, რომ როცა ესეთ ნაბიჯს დგამენ, ის ხელისუფლება არის სრულ აგონიაში, არა ხელისუფლებასაც ვეღარ ვუწოდებ, ეს ბანდა, რომელიც მოკალათებულია ხელისუფლებაში, ეს რუს ქოცები, სრულ აგონიაში არიან.

ისინი ცემით ცდილობენ დააშინონ ის ადამიანები, ვისთვისაც მთავარი მამოძრავებელი არის სამშობლო. ამ ხალხის დაშინება უნდათ, ეს სასაცილოა. ისინი გრძნობენ, რეალურ კონკრეტულ საფრთხეს საქართველოს დაკარგვის, სამშობლოს რუსულ ჭაობში დაბრუნების. ამას გრძნობს ხალხი და ამ ხალს ცემით, წყლის ჭავლით ვერ შეაშინებ. ადამიანები, რომლებიც სამშობლოსთვის იბრძვიან, იმათ ვერ შეაშინებ. მე არ მგონია, რომ ისინი რამეს შეიგნებენ იმიტომ, რომ მოღალატის ტვინი სხვანაირად არის მოწყობილი, მაგრამ ძალიან ცუდად დაამთავრებთ'', - ამბობს კობა ხაბაზი.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს, 22:00 საათზე, კოალიციის ოფისში შავებში ჩაცმული რამდენიმე ათეული ადამიანი შეცვივდა და კობა ხაბაზს ფიზიკურად გაუსწორდა.