"ოცნება" სიგარეტსა და "აიქოსზე" აქციზის გადასახადის გაზრდას აპირებს

09.12.24 23:27
"ოცნება"  სიგარეტსა და "აიქოსზე" აქციზის გადასახადის გაზრდას აპირებს

"ქართული ოცნება" სიგარეტსა და "აიქოსზე" აქციზის გადასახადის გაზრდას აპირებს  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სიგარეტის შემთხვევაში ფასი 20 თეთრით, ხოლო "აიქოსზე" 15 თეთრით მოიმატებს. 

მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და "აიქოსის" შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც "აიქოსის" შემთხვევაში იქნება - 15 თეთრის, ხოლო - 20 თეთრის ოდენობის სიგარეტის შემთხვევაში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება 5%-ით. მოგებასთან დაკავშირებით, როგორც ბანკებს აქვთ საგადასახადო რეგულაცია, იგივე იქნება სათამაშო ბიზნესთან, ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.