ეკა გიგაური - შინაგან საქმეთა სამინისტროში დიდი პრობლემებია

10.12.24 12:08
ეკა გიგაური - შინაგან საქმეთა სამინისტროში დიდი პრობლემებია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ეხმაურება და ამბობს, რომ როგორც ჩანს, გომელაურის ბრძანებების შესრულებაზე  უარს სულ უფრო მეტი პოლიციელი ამბობს. 

გიგაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დიდი პრობლემებია. 

"შსს-ს რაც შეეხება, როგორც ჩანს, შიგნით აქვთ პრობლემები და როგორც ჩვენ დაკავებულები ხშირად გვიყვებიან, პოლიციელები, რომლებიც მათ არ სცემენ, მიდიან პოლიციელებთან და ესაუბრებიან იმაზე, რომ მათ არ უნდათ რაც ახლა ხდება და ამ ყველაფერს ემიჯნებიან, საუბრობენ კიდევაც იმ პირებზე, რომლებიც ძალადობენ დაკავებულებზე, ანუ ფაქტობრივად, შიგნით ძალიან დიდი უკმაყოფილებაა, ეს ნამდვილად ასეა. ეტყობა, ანუ, ცოტა ჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები და ამას აკეთებენ"

ცნობისთვის, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს და საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს.