პროტესტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში - სტუდენტები დეკანის და რამდენიმე ახალგაზრდის დაკავებას აპროტესტებენ

10.12.24 15:58
პროტესტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში - სტუდენტები დეკანის და რამდენიმე ახალგაზრდის დაკავებას აპროტესტებენ

პროტესტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში - სტუდენტები დეკანის და რამდენიმე ახალგაზრდის დაკავებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი დაკავება რეპრესიებს უკავშირდება და ლექტორის, ია ცაგურიას პროვოცირებულია რომელიც, რომელიც მათი თქმით, აქციებს მონაწილე სტუდენტებს შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა და ანალოგიური მოხდა 3 დეკემბერსაც, როდესაც მან პლაკატების გაკვრის გამო სტუდენტებს გაუპირისპირდა რასაც დაკავებების ერია მოყვა.

 უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები დაკავებულ დეკანისა და ოთხი სტუდენტს სოლიდარობას უცხადებენ.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილების მოთხოვნა დაკავებულების დროულად გათავისუფლებაა.

სტუდენტების თქმით, ლექტორმა თეა ცაგურიამ, დეკანს მამუკა ჯორბენაძეს „საქმის გასარჩევად ქმარი მიუგზავნა”.

„სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულ დეკანს და ოთხ სტუდენტს. სასწავლებელში დაპირისპირების დროს ადგილზე ვიმყოფებოდი, წინა დღეს პლაკატები გავაკარით, რაც მეორე დღეს ჩამოხეული დაგხვდა. ლექტორმა თეა ცაგურიამ ხმამაღალი ტონით მოგვმართა, გვითხრა, რომ სხვა სტუდენტებს ხელს ვუშლიდი და ვაბულინგებდით, ქალბატონო თეა ხმამაღალი ტონით და დაცინვით გვესაუბრებოდა.

სასწავლებელში დაძაბული სიტუაცია დაიწყო, მამუკა ჯორბენაძე დაცვის მიზნით მოვიდა და თეა ცაგურიას მოუწოდა, სტუდენტების მიმართ წესიერი ტონით ესაუბრა, რის შემდგომაც თეა ცაგურია აგრესიულო გახდა და შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო, მან თავის მეუღლეს შეატყობინა, რომელიც ბათუმის მერიის თანამშრომელია.

მამუკა ჯორბენაძეს მუქარის "მესიჯი" მოუვიდა, ამის შემდეგ უნივერსიტეტში ორი პირი მოვიდა, ბატონი მამუკა მარტო ეგონათ და სტუდენტებიც დახვდნენ, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სტუდენტები დეკანის დასახმარებლად მივიდნენ, ისინი გვემუქრებოდნენ და რატომღაც სტუდენტები და დეკანი დააკავეს. ეს ადამიანები დაკავებულები არიან იმის გამო, რომ აქციაზე დადიოდნენ. მამუკა ჯორბენაძე ყოველთვის ჩვენს მხარეს იჭერდა და ახლა ის დაკავებულია. თავად თეა ცაგურია ინციდენტის შემდეგ სასწავლებელში არ გამოცხადებულა. ცაგურია გვეუბნებოდა, რომ სხვა სტუდენტებს ვაბულინგებდით თურმე და სასწავლო პროცესს ვაჩერებდით”,- აცხადებს სტუდენტი მარიამ გუჯაბიძე.

დაკავებულია დეკანი მამუკა ჯორბენაძე, სტუდენტები: გიორგი დავითაძე, გურამ მიქელაძე, ანრი კაკაბაძე და დავით გვიანიძე.