ჩვენ შევედით რეჟიმში, რომელიც თავის მოქალაქეებზე ნამდვილ ტერორს ახორციელებს - სალომე ზურაბიშვილი

10.12.24 23:19
ჩვენ შევედით რეჟიმში, რომელიც თავის მოქალაქეებზე ნამდვილ ტერორს ახორციელებს - სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ შევედით რეჟიმში, რომელიც წამების გამოყენებით, უყოყმანოდ ახორციელებს ნამდვილ ტერორს თავის მოქალაქეებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილის შეფასებით, “ეს არის რუსული სტილის რეჟიმი.“

ტერორი საქართველოში: 10 დეკემბერი მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებების დღეა, მაგრამ საქართველოში ის აღნიშნავს დღეს, როდესაც უფლებები გათელილია.

ეს ისტორიას დარჩება. ისინი, ვინც მონაწილეობა მიიღო ან მონაწილეობას მიიღებს, დამახსოვრებული იქნებიან - ნიღბების უკან დამალვის გარეშე.

ქართველი ხალხი არასდროს აპატიებს!

ტერორი საქართველოში: ქვეყანამ არა მხოლოდ დაიწყო ადამიანის უფლებების შეზღუდვა, არამედ შევედით რეჟიმში, რომელიც რეალურ ტერორს ახორციელებს საკუთარ მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე და საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებზე, წამების გამოყენებაზე ყოყმანის გარეშე. სხვა სიტყვებით, ეს რუსული სტილის რეჟიმია," - წერს ზურაბიშვილი.