ივანიშვილი კუთხეში მიმწყვდეული ვირთხაა - სამადაშვილი

11.12.24 15:27
ივანიშვილი კუთხეში მიმწყვდეული ვირთხაა - სამადაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილს კუთხეში მიმწყვდეულ ვირთხას ადარებს. საქმე ეხება საფრანგეთის პრეზიდენტის და ოლიგარქის სატელეფონო საუბარს. 

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ საფრანგეთს ივანიშვილზე დიდი ზეგავლენის ბერკეტები გააჩნია, რადგან ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და იქ დიდძალი ქაონებაც გააჩნია. სამადაშვილი ფიქრობს, რომ მაკრონის და ოლიგარქის საუბარი შესაძლოა, მხოლოდ ერთი შინაარსის ყოფილიყო და ეს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაა.

საფრანგეთს აქვს ძალიან დიდი ზეგავლენის ბერკეტები ივანიშვილის ოჯახზე, რომელსაც როგორც მოქალაქეობა, ასევე დიდძალი ქონება აქვს საფრანგეთში და მე მგონია, რომ დღეს ალბათ ივანიშვილს აუხსნეს და აუხსნიან კიდევ მაკრონის მაკრონის შუამავლობით რა არის მის წინაშე მდგარი არჩევანი, იმიტომ, რომ დღეს ივანიშვილი არის როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა და ვფიქრობ, დღეს მას აუხსნიან, რა არის მისთვის გამოსავალი ამ ვითარებაში და მასთან საუბრის შინაარსის ერთადერთი თემა შეიძლება, იყოს მშვიდობიანად როგორ უნდა დათმოს მან ხელისუფლება და ძალაუფლება ამ ქვეყანაში, - ამბობს სამადაშვილი. 

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რაზე ესაუბრებოდა ემანუელ მაკრონი ბიძინა ივანიშვილს. 

განცხადების თანახმად, მაკრონმა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და აქტივისტების დაშინება და ასევე აქციის მონაწილეების სასტიკი დარბევა დაგმო. ასევე, მოუწოდა ივანიშვილს, ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმარი გაათავისუფლოს. 

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლიგარქთან საუბრისას მწუხარება გამოხატა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის გამო და ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან ინკლუზიური დიალოგისკენ მოუწოდა. 

 

მსგავსი სიახლეები