უაღრესად აღფრთოვანებული ვარ, დღეს სახელმწიფო შედგა - მარგველაშვილი საჯარო მოხელეების პროტესტზე

11.12.24 22:45
უაღრესად აღფრთოვანებული ვარ, დღეს სახელმწიფო შედგა - მარგველაშვილი საჯარო მოხელეების პროტესტზე

საჯარო მოხელეების მიერ თბილისში გამართულ საპროტესტო მარშს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მარგველაშვილი მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს და "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ დღეს სახელმწიფო შედგა. 

მისი თქმით, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომლითაც ერთპარტიული პარლამენტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას აპირებს, მდარე მდგომარეობაა, რომელიც "ქართულ ოცნებას" გააჩნია. 

იმ უღირსი განცხადებებით, გეგონება სახინკლის დირექტორები არიან, რომ აცხადებენ, რომ სამსახურიდან გავუშვებთ. ეს მდარე მდგომარეობა, რომელიც ამ პოლიტიკურ კლასს გააჩნია. ივანიშვილის შეცდომა იყო ის, რომ გახედნა 100-200 პოლიტიკური ფიგურა, რომლებიც არიან დეპუტატები, მინისტრები. ისინი გამოწვრთნა და განცდა აქვს, რომ გახედნა მთელი საქართველო. არა, აქ არიან ადამიანები, რომლებიც ღირსებას ხედავენ თავიანთ სამსახურში. უაღრესად აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანების და ასევე დიპლომატების მონაწილეობით. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო შედგა. საჯარო მოხელე პოლიტიკური ტერორის მიუხედავად ამბობს, რომ მე ვარ საჯარო მოხელე, პატივს ვცემ ჩემ საქმიანობას", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი. 

შეგახსენებთ, ერთპარტიული პარლამენტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას აპირებს.

ცნობისთვის, დღეს საჯარო მოხელეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი, თავდაპირველად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და შემდეგ მარშით პარლამენტთან გადაინაცვლეს. 

მსგავსი სიახლეები