"ივანიშვილისადმი ზარით მიიღეს ხაზგასმა, რომ პრემიერის და პარლამენტის ინსტიტუტები არალეგიტიმურად ითვლება" - ყოფილი ელჩი საფრანგეთში

12.12.24 00:02
"ივანიშვილისადმი ზარით მიიღეს ხაზგასმა, რომ პრემიერის და პარლამენტის ინსტიტუტები არალეგიტიმურად ითვლება" - ყოფილი ელჩი საფრანგეთში

"ივანიშვილისადმი ზარით მიიღეს ხაზგასმა, რომ პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის ინსტიტუტები არალეგიტიმურად ითვლება" - ასე აფასებს საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ეკა სირაძე ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ სატალეფონო საუბარს. 

როგორც დიპლომატმა "ნეტგაზეთთან" განაცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტის მსგავსი ქმედება და ფაქტობრივად იმის თქმა, რომ ევროკავშირი "ოცნების" გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე იმოქმედებეს, მუქარა იყო.

"ჩემი აზრით, ეს არის მუქარა — გაკვირდებით, გხედავთ, ვიცით, რა ხდება და მივიღებთ გადაწყვეტილებებს" - ამბობს ეკა სირაძე.

მაკრონმა ამ ნაბიჯით ივანიშვილს ძალიან მკაფიოდ უთხრა: მე არ ვიცი, შენ ვინ დასვი იქ პრემიერად ან პარლამენტის თავმჯდომარედ, შენ ხარ გადაწყვეტილების მიმღები და შენ ხარ პასუხისმგებელი, შესაბამისად, გელაპარაკები შენ. საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რომელსაც არჩევნების შემდეგ ასე ძალიან ელოდება მმართველი პარტია, მათ ამ ზარითაც ვერ მიიღეს. პირიქით, ივანიშვილისადმი ზარით მიიღეს ხაზგასმა, რომ პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის ინსტიტუტები არალეგიტიმურად ითვლება...

ტექსტი არის ძალიან ცალსახა და მკაფიო, ყოველგვარი დიპლომატიური ორაზროვნებისგან დაცლილი და ძლიერი სიტყვებით დატვირთული. გამოყენებულია ისეთი სიტყვები, როგორიცაა: დაგმო (დაშინება და ძალადობა), მოითხოვა (დაკავებულების გათავისუფლება) და მოუხმო (გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ). ასევე, ძალიან საინტერესოა, რომ მაკრონმა ივანიშვილს ფაქტობრივად უთხრა, მწუხარებას გამოვთქვამ, რომ ევროპულ გზას აცდით და მე ვარ გარანტი იმისა, რომ ევროკავშირი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს თქვენი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეო. ჩემი აზრით, ეს არის მუქარა — გაკვირდებით, გხედავთ, ვიცით, რა ხდება და მივიღებთ გადაწყვეტილებებს. აქ გასათვალისწინებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ფრანგული პასპორტი. შესაბამისად, შემთხვევითი არ მგონია და ძალიან ცალსახა გზავნილია, რომ ივანიშვილს სწორედ მაკრონმა დაურეკა“, განუცხადა „ნეტგაზეთს“ ეკა სირაძემ, რომელიც საფრანგეთში საქართველოს ელჩი იყო 2013-2018 წლებში. 

ცნობისთვის, ელისეის სასახლის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.

„ქართული ოცნების" თანახმად, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება მოსთხოვა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების პატივისცემისკენ მოუწოდა

ელისეს სასახლის ცნობით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაგმო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პირისპირ შეხვდა.

ამავე ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის.

მსგავსი სიახლეები