როცა მაზაკვალი მიწოდა, ცოტა გული დამწყდა პრემიერზე, როგორც ინსტიტუტზე - გიორგი გახარია

03.09.21 21:58
როცა  მაზაკვალი მიწოდა, ცოტა გული დამწყდა პრემიერზე, როგორც ინსტიტუტზე - გიორგი გახარია

როცა ღარიბაშვილმა ,,მაზაკვალი" მიწოდა, რეაქცია მქონდა მშვიდი - გიორგი გახარია განაცხადა, რომ ერთადერთ რამეზე დაწყდა გული, ეს იყო პრემიერის ინსტიტუტის დაკნინება. 

ამაზე რეაქცია მქონდა მშვიდი, ოღონდ საქართველოს პრემიერზე, როგორც ინსტიტუტზე, ცოტა გული დამწყდა, მრჩევლები უნდა ჰყავდეს ცოტა უკეთესი. ჩემზე ასეთი შეფასებები, ჭორაობები აღარ მოქმედებს. იმუნიტეტი შევიძინე, იმდენად კოსმიურ რაღაცეებზე ლაპარაკობენ, ეს მე პირიქით მაძლიერებს - განაცხადა გიორგი გახარიამ ტვ პირველში, გადაცემა ,,პოლიტიკურ ამბებში" სტუმრობისას.

საქართველოს პრემიერმა სამეგრელოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ,,გიორგი გახარია არის მაზაკვალი ადამიანი, მეგრელები ამას გამიგებენ".