მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო თქვენ მიერ გაწეული შრომისთვის და გამბედაობისთვის, ვდგავართ მამაცი ხალხის გვერდით - ლაგოდინსკი

12.12.24 16:27
მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო თქვენ მიერ გაწეული შრომისთვის და გამბედაობისთვის, ვდგავართ მამაცი ხალხის გვერდით - ლაგოდინსკი

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე, სერგეი ლაგოდინსკი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ პლატფორმა X-ზე განცხადებას ავრცელებს.

ევროპელი პოლიტიკოსი ქვეყნის მთავარსარდალს გაწეული შრომისთვის და გამბედაობისთვის მადლობას უხდის და კიდევ ერთხელ აფიქსირებს ქართველი ხალხის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. 

მადლობა ქალბატონო სალომე ზურაბიშვილო თქვენ მიერ გაწეული შრომისთვის და გამბედაობისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენ და თქვენი მამაცი ხალხის გვერდით. სასიამოვნოა თბილისში ყოფნა", - წერს სერგეი ლაგოდინსკი. 

ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მათ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრა უკვე გამართეს. ამ წუთებში კი მესამე სექტორს ხვდებიან. ისინი დღის ბოლოს მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. 

დელეგაციაში შედიან:

  • რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
  • მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
  • ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
  • ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
  • ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
  • რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი

მსგავსი სიახლეები