ყურადღების ცენტრში ორბელიანების სასახლეა - ოპოზიციონერი ლიდერები პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადებიან
ამ წუთებში ყურადღების ცენტრშია ორბელიანების სასახლე - ოპოზიციონერი ლიდერები პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადებიან.
ოთხი პროდასავლური გაერთიანების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციას ცოტახანში დაიწყებენ.
როგორც პრეზიდენტის სასახლეში მისულმა კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, მხარეები იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა უნდა გადადგან.
შეხვედრის შემდეგ მეტს გეტყვით, თუმცა ამ კრიზისულ ვითარებაში პრეზიდენტთან კონსულტაციები საჭიროა. პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი, რომელსაც მოყვა კონკრეტული ნაბიჯები. ასევე ჩვენ გავაკეთ განცხადება, სადაც ხაზი გავუსვით 14-ში ჩანიშნული ე.წ. არჩევნების უმნიშვნელობას და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას. ამიტომ გვექნება კონსულტაციები შემდგომ ნაბიჯებზე და რომ გამოვალთ, შემდეგ მეტს გეტყვით.
ბუნებრივია აქციებიც იქნება განხილვის საგანი. საპროტესტო აქცია აუცილებლად იქნება. დრეს ჩვენ ვნახეთ მთელი ქალაქის მასშტაბით აქცია. პროტესტმა მოიცვა ყველა და ყველაფერი. რას გავაკეთებთ კონკრეტულად, ამაზე უნდა ვისაუბროთ", - ამბობს ელენე ხოშტარია.
პრეზიდენტთან უკვე შევიდნენ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია.
რაც შეეხება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას", თინა ბოკუჩავა ადგილზე წუთი-წუთზე გამოჩნდება.
ამ შეხვედრას კი წინ მათი ერთობლივი განცხადება უსწრებდა, რომლითაც პარტიები აცხადებენ, რომ ერთადერთ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ.