EU-ს დელეგაციასთან ვისაუბრეთ დემონსტრანტების დაკავებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე - დოლიძე
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროკავშირის დელეგაციასა და მესამე სექტორს შორის აუდიენცია დასრულდა - შეხვედრიდან გამოსულმა ნინო დოლიძემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც მხარეებმა დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს.
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის განცხადებით, EU-ს წარმომადგენლებთან ორი მთავარი საკითხი - "ქართული ოცნების" ანტიევროპული განცხადების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები და 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს.
როდესაც ასეთი მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში,ისინი არიან ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ჩამოსულები. ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე. ეს იყო, როგორც ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესები ქვეყანაში, აქციები, დემონსტრანტების უკანონოდ დაკავება, მათი ფიზიკური ანგარიშსწორება, ქუჩაში ადამიანების გატაცება. მეორე მთავარი თემა იყო არჩევნები, რომელთა დაკავშირებითაც მათ ისედაც ჰქონდათ ინფორმაცია, მაგრამ დამატებით ვისაუბრეთ ყველა იმ ფაქტზე, რაც ადასტურებს, რომ ეს არჩევნები არ იყო ქართველი ხალხის ნების გამოხატულება", - ამბობს ნინო დოლიძე.
ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მათ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ სპექტრთან და მესამე სექტორთან შეხვედრა უკვე გამართეს. ამ წუთებში კი ისინი მედიის წარმომადგენლებ ხვდებიან.
დელეგაციაში შედიან:
- რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
- მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
- ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
- ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
- ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
- რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი