დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა - მიხელსონი

12.12.24 17:52
დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა - მიხელსონი

დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა აღიარონ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა, ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, -  ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ზე წერს.

მისივე თქმით, “კონსტიტუციური კრიზისის მოსაგვარებლად და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, პირველ რიგში აუცილებელია ახალი თავისუფალი და სამართლიანი საყოველთაო არჩევნების ორგანიზება“.

დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა გამოაცხადონ, რომ არ აღიარებენ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის დაგეგმილ გადაწყვეტილებას აირჩიოს ახალი პრეზიდენტი შაბათს. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. კონსტიტუციური კრიზისის მოსაგვარებლად და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, პირველ რიგში აუცილებელია ახალი თავისუფალი და სამართლიანი საყოველთაო არჩევნების ორგანიზება“, - წერს მიხელსონი.

მსგავსი სიახლეები