"ერთადერთ გამოსავალს ახალი არჩევნების ჩანიშვნაში ვხედავ" - ბოკუჩავა

12.12.24 19:37
"ერთადერთ გამოსავალს ახალი არჩევნების ჩანიშვნაში ვხედავ" - ბოკუჩავა

"ერთადერთ გამოსავალს არა პოლიტიკურ ცირკში, არამედ ახალი არჩევნების ჩანიშვნაში ვხედავ" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად სალომე ზურაბიშვილი რჩება.

ამ ქვეყანაში ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციად რჩება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც 14 დეკემბრის და 29 დეკემბრის შემდეგაც, ის იქნება კვლავ ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური პრეზიდენტი. ერთადერთ გამოსვლას პოლიტიკური პროცესის ნორმალიზების, ვხედავ არა დე ფაქტო პოლიტიკურ ცირკში, რომელსაც ივანიშვილი 14 დეკემბერს გამართავს არალეგიტიმურ პარლამენტში, არამედ ახალი არჩევნების ჩანიშვნაში, რომელმაც ქვეყანა უნდა დააბრუნოს დემოკრატიული, ევროპული განვითარების კალაპოტში", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის, დღეს, 12 დეკემბერს, ოთხი პროდასავლური გაერთიანების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს ათონელის რეზიდენციაში შეხვდნენ. 

შეხვედრას კი წინ მათი ერთობლივი განცხადება უსწრებდა, რომლითაც პარტიები აცხადებენ, რომ ერთადერთ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ.  

მსგავსი სიახლეები