IT სპეციალისტების ამბოხი ქვეყანაში - მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნებია
ტერორისტული რეჟიმი - ახალგაზრდა აქტი სპეციალისტმა ეს სახელი დაარქვა "ოცნების" 12 წლიან მმართველობას და მცდელობას ძალაუფლება კიდევ ოთხი წლით გაიხანგრძლივონ.
ქვეყანაში პროტესტის ახალმა კერამ იფეთქა - ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებმა ორი დღით კომპიუტერები გამორთეს, ხელში საპროტესტო ბანერები აიღეს და ქუჩაში საპროტესტო მსვლელობას სათავეში ჩაუდგნენ.
ნაცვლად თბილ ოფისში მყუდროდ მუშაობისა ისინი ამ დრომდე ქალაქის ქუჩები მშვიდობიან მსვლელობას მართავენ. ეს მათთვის ახალაია, ასეთი რამ თავადაც არ ახსენდებათ, თუმცა კარგად იციან, რომ თუ ქუჩაში არ გავლენ, ასე ქვეყანასაც დაკარგავენ და ევროპული მომავლის პერსპექტივასაც.
დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის პოლიტპატიმრები - ამ ლოზუნგებით, პროტესტის რეჟიმში გადასული პროგრამისტები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტამდე ჩავიდნენ.
ყველაზე არამუსიკალური შეკრების მხარდამჭერია ჯაზ მომღერალი გიული ჩოხელი. ლეგენდარული ქართველი შემსრულებელი, ახალგაზრდებს საქართველოს დროშით ამხნევებდა. აქციის მონაწილეთა რიგებში იდგა მომღერალი ირმა სოხაძეც.