20 წლის ბიჭის შოკისმომგვრელი ჩვენება - აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციის რაზმები გაუპატიურებით და მოკვლით ემუქრებოდნენ

12.12.24 20:28
20 წლის ბიჭის შოკისმომგვრელი ჩვენება - აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციის რაზმები გაუპატიურებით და მოკვლით ემუქრებოდნენ

20 წლის ლუკა ბარდაველიძემ, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენება პირდაპირ სასამართლო დარბაზში მისცა. მოსამართლე რეაგირების გარეშე უსმენდა შოკისმომგვრელ ფაქტებს,  როგორ ემუქრებოდნენ პროევროპული აქციის ახალგაზრდა მონაწილეს პოლიციის რაზმები გაუპატიურებით. მოსამართლეს დღეს თითქოს არც არაფერი ესმოდა და ვერც ვერაფერს ხედავდა. დაზარალებული ახალგაზრდა იქით რეჟიმმა სამართალდამრღვევად გამოაცხადა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზებში დღეს რეპრესირებული ხალხის ჩვენები ისმოდა, ვინც სიკვდილს თვალებში უყურებდა და ვინც ახლაც ვერ გაიგო პოლიციამ რისთვის დააკავა. 

კაცს, რომელიც 10 ნოემბერს, საპროტესტო აქციების გამო ჩაკეტილი გზის გახსნას ელოდებოდა, გზის გადაკეტვას ედავებიან. აქციის დღეს ის თბილისიდან რუსთავში მიდიოდა, საპატრიარქოსთან მიკროავტობუსს ელოდება და როდესაც ტრანსპორტმა დააგვიანა, საპატრულო ეკიპაჟს კითხა, რა გზით დაეღწია თავი საცობისთვის. ამის გამო ის რეჟიმმა სამართალდამრღვევად გამოაცხადა, მოსამართლე ცეკვავას ანგარიშზე დღეს კიდევ ერთი კომიკური განაჩენი ჩაიწერა  

მოსამართლე ცეკვავამ საქმის განხილვა გადაუდო სპეცრაზმის მიერ გაძარცვულ  და ნაცემ 20 წლის სტუდენტსაც. გიორგი ბრეგვაძე მშვიდობიანი საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა როდესაც 4 სპეცრაზმელმა მოულოდნელად გაიტაცა, ისე  ურტყეს რომ თვალებიდან მხედველობის ლინზები ამოუგდეს, მუხლებზე ახოხიალეს შემდეგ კი გაძარცვეს.  აქტივისტი დღეს სასამართლოდან სპეცრაზმელებს მიმართავდა სტუდენტური სესხით ნაყიდი მოპარული ტელეფონი  დაებრუნებინათ. 

რეჟიმის პატიმრები - სოფო ნიაური დეტალებით

მსგავსი სიახლეები