ევროპარლამენტარების ვიზიტი - EU-ს დელეგაციამ თბილისში მწვავე გზავნილები ჩამოიტანა
"საქართველო არ არის რუსეთი, საჭიროა ახალი არჩევნები და იქნება სანქციები" - ამ გზავნილებით ჩამოვიდა ევროპარლამენტის სპეციალური დელეგაცია საქართველოში. ფაქტების დამდგენი კომისია, რომელიც 6 ევროპარლამენტარისგან შედგება, დილიდან შეხვედრებს მართავს და ისმენს ყველასგან, რა არის გამოსავალი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისას.
საქართველოში საგანგებო მისიით ჩამოსულმა ევროპარლამენტარებმა "ქართულ ოცნებას", ფაქტობრივად, ბოიკოტი გამოუცხადეს. ივანიშვილის რეჟიმის ლიდერებთან შეხვედრა არც კი ჩაუნიშნავთ, რადგან აქ ჩამოვიდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციის პუნქტების მიხედვით სამუშაოდ - ეს ნიშნავს, რომ არ აღიარებენ "ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაციას და ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას.
ევროპარლამენტიდან დეპუტატების გამოგზავნის მიზანი ფაქტების დადგენაა. ექვსმა დეპუტატმა შეხვედრა დილიდან პროდასავლურ ოპოზიციასთან დაიწყო. სწორედ პარტიის ლიდერებისგან მიიღეს ცნობები, როგორ მოიპარა ივანიშვილმა არჩევნები, რა სასტიკი მეთოდებით არბევს მშვიდობიან დემონსტრანტებს და რატომ არის საჭირო დროული სანქციები.
შეხვედრა შედგა სახალხო დამცველთან და პრეზიდენტთან. სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტარები ერთადერთ ლეგიტიმურ ფიგურად მიიჩნევენ, შესაბამისად პრეზიდენტთან შეხვედრას დიდი როლი ჰქონდა. ქართველი ხალხის მხარდასაჭერად საქართველოში ჩამოსული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საჭიროა ხელახალი არჩევნები, რადგან 26 ოქტომბერს "ოცნებას" არც თავისუფალი და არც სამართლიანი არჩევნები არ ჩაუტარებია.
ვიზიტის დეტალები ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.