პიროტექნიკით, ნიღბებით და ლაზერებით შეშინებული "ოცნება" - არაღიარებული პარლამენტი რეპრესიული კანონის დამტკიცებას აპირებს

12.12.24 21:27
პიროტექნიკით, ნიღბებით და ლაზერებით შეშინებული "ოცნება" - არაღიარებული პარლამენტი რეპრესიული კანონის დამტკიცებას აპირებს

პიროტექნიკით, ნიღბებით და ლაზერებით შეშინებული რეჟიმი. ხვალ არაღიარებული პარლამენტი მესამე მოსმენით რეპრესიულ კანონს დაამტკიცებს. ჯერ ყველაფერი ბაზრიდან ამოიღეს, შემდეგ კი რეკორდულად სწრაფ დროში მოამზადეს კანონი, რითაც აქციებზე აიკრძალება პიროტექნიკის, ნიღბების და ლაზერების გამოყენება.

ანუ, ადამიანებს საპოლიციო ძალების სისასტიკისგან თავის დაცვის ყველა საშუალება ხელიდან გამოაცალეს. რეჟიმის შიშის კიდევ ერთი გამოვლინება დღეს არაღიარებულ პარლამენტში დაჩქარებული საკანონმდებლო პროცესი იყო.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები