საჭიროა საერთაშორისო ქმედება სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად, დანია კონკრეტულ ზომებზე მუშაობს - რასმუსენი

12.12.24 20:10
საჭიროა საერთაშორისო ქმედება სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად, დანია კონკრეტულ ზომებზე მუშაობს - რასმუსენი

"დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად" - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.

მან პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ დანია კონკრეტულ ზომებზე პარტნიორებთან მუშაობს.

დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. დანია კონკრეტულ ზომებზე პარტნიორებთან მუშაობს”, - განაცხადა რასმუსენმა.

მსგავსი სიახლეები