გატაცების შემდეგ, ვატო ბჟალავა განყოფილებაში სცემეს
ცნობილი ხდება, რომ ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი დედაქალაქის ცენტრიდან ჯერ გაიტაცეს, პოლიციის განყოფილებაში გაუსწორდნენ.
ვატო ბჟალავა ვაკიდან იმ დროს გაიტაცეს, როცა ძაღლს ასეირნებდა. ძაღლი კი ხეზე მიბმული დატოვეს. მთელი დღე რონდელის ფონდის მკვლევრის ადგილსამყოფელს მალავდნენ. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ნაცემი არავის ენახა. მხოლოდ დღის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ ვატო ბჟალავა
დიღმის იზოლატორში მოათავსეს.
დაკავების შემდეგ გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც მისი თქმით, მიმდინარეობდა ზეწოლა, ერთ-ერთმა პოლიციელმა სახეში ხელი ორჯერ დაარტყა. ფეხში დაარტყა ფეხი, რის გამოც დაზიანება, სისხლჩაქცევა აღენიშნება. მას ეკითხებოდნენ, რომ რაიმე დაჯგუფებაში ხომ არ მონაწილეობ, რომელიც აქციაზე ნიღბებით მოძრაობს, როცა დარწმუნდნენ, რომ ამგვარ არაფერში მონაწილეობდა, შემდგომ უკვე დაუწყეს სხვა საკითხებზე საუბარი, უთხრეს, კარგი ადმინისტრაციულ ოქმს გაგიფორმებთ - 173-ე მუხლით, თითქოს, წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას. ეუბნებოდნენ, რომ გაეხსნა ტელეფონი და მიეცა ტელეფონში არსებული ინფორმაცია, თუმცა მან კოდი არ მოხსნა ტელეფონს"- აცხადებს დაკავებულის ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე.
ასევე ნახეთ: