4 იყვნენ, წამაქციეს, დამარტყეს და გაიქცნენ - პოეტი ზვიად რატიანი თავდასხმის დეტალებს "ტვ პირველის" ეთერში ჰყვება
პოეტი ზვიად რატიანი თავდასხმის დეტალებს "ტვ პირველის" ეთერში ჰყვება - მისი თქმით, მას საკუთარ სადარბაზოში 4 პირი დახვდა.
"ფეხი დამიდეს, ცოტა გადამირბინეს, ცოტა დამარტყეს და გაიქცნენ"- ამბობს პოეტი.
მას დაზიანება ხელის არეში აღენიშნება. რატიანის თქმით, ე.წ. ტიტუშკებს არაფერი უთქვამთ.
"არ მეშინია, ბიძინა ივანიშვილმა როგორ უნდა შეგეშინდეს, კაცის მსგავსი დიქტატორი"- ამბობს პოეტი, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე დგას.