ვადის ამოწურვის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა არ ეყოლება - "ოცნებამ" კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება - კანონპროექტს მხარი "ოცნების" 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილების თანახმად, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.