"ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო არის სალომე ზურაბიშვილი და ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად" - ვაშაძე

14.12.24 09:22
"ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო არის სალომე ზურაბიშვილი და ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად" - ვაშაძე

"ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო არის სალომე ზურაბიშვილი და ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "პირველებთან" განაცხადა. 

რუსთაველის გამზირზე მყოფმა ვაშაძემ აღნიშნა, რომ საპოლიციო ძალები, რომლებიც ამ წუთებში ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებს ამაგრებენ, ხალხის მხარეს უნდა გადმოვიდეს და არა რეჟიმი, არამედ მოსახლეობა დაიცვას.

ეს პოლიციელები ხალხის მხარეს უნდა გადავიდნენ. მათ არ უნდა დაიცვან რეჟიმი, მათ უნდა დაიცვან ხალხი. ყაველაშვილი ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსი და ამას მიზანმიმართულად აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ საქართველო რუსეთი არ არის და ქართველი ხალხი ბოლომდე იბრძოლებს.

ამ პროტესტმა ერთიანობა გვაჩვენა, ურყევი ნებაა ცვლილებების სურვილი. სანამ ამ კაცს არ მოიშორებს საქართველო, მანამდე არ დაწყნარდება პროტესტი. დღეს რაც არ უნდა მოხდეს ქვეყნის შიგნით, ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო არის სალომე ზურაბიშვილი და ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს -  ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი  უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს.  "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. 

მიხეილ ყავალაშვილმა თავი კოლეგების გინებით და დასავლეთის ლანძღვით დაგვამსახოვრა. სადავოა მისი  განათლების ხარისხი და დიპლომიც, რომელიც არსად იძებნება.  

მსგავსი სიახლეები