პრეზიდენტი ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა

14.12.24 09:32
პრეზიდენტი ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა. ზურაბიშვილი "თავისუფლების მოედნიდან",  მთავარ გამზირზე, რუსთაველზე ფეხით, მარტო მივიდა. მას ადგილზე შეკრებილები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.  

"სალომე", "მადლობა" - სკანდირებდნენ აქციაზე შეკრებილი საქართველოს მოქალაქეები. 

"ყველაფერი ვთქვი, ახლა მივდივარ სამსახურში (ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში" - უთხრა მან "ტვ პირველის" ჟურნალისტს. 

ამის პარალელურად, საქართველოს პარლამენტთან აქცია სახელწოდებით: „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ მიმდინარეობს. 

მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი დიპლომები მიიტანეს.

პარალელურად საქართველოს ერთპარტიულ პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები