ცესკო ამტკიცებს, რომ ერთკაციანი არჩევნები "შედგა"

14.12.24 12:54
ცესკო ამტკიცებს, რომ ერთკაციანი არჩევნები "შედგა"

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი ამტკიცებს, რომ იზოლირებულ პარლამენტში ერთკაციანი არჩევნები შედგა.

ნათია იოსელიანის თქმით, 11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს.

11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები შედგა, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა" - თქვა იოსელიანმა.

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს -  ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია. 

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. 

ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - მომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. "ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე" - ისმის აქციაზე. 

აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები