რამინა ბერაძეს "ოცნების" ერთკაციანი არჩევნები მოსწონს

14.12.24 13:14
რამინა ბერაძეს "ოცნების" ერთკაციანი არჩევნები მოსწონს

"ქართული ოცნების" წევრს, რამინა ბერაძეს, დისკომფორტს არ უქმნის ფაქტი, რომ ქართული ოცნება პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს,  ერთადერთი კანდიდატი კი მიხეილ ყაველაშვილია. 

ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილი "ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება".

ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სახელმწიფოში მოქმედებს კონსტიტუცია. ყველაფერი იქნება კანონის მიხედვით, ვინ წავა, ვინ დარჩება.

ერთი პარტიის არა, ერთ პარტია მხარს უჭერს მილიონ ორასი ათასი ამომრჩეველი. რა თმა უნდა ექნება ლეგიტიმაცია'', - ამბობს რიმა ბერიძე.

მსგავსი სიახლეები