"ხელი გაუშვით, ჩემი შვილია" - დედების მარში თბილისში

14.12.24 13:23
"ხელი გაუშვით, ჩემი შვილია" - დედების მარში თბილისში

დედაქალაქის ცენტრში დედების მარში მიმდინარებს - " ხელი გაუშვით, ჩემი შვილია!" -ამ მოწოდებით ქუჩაში გასული ქალები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობას პრეზიდენტის სასახლემდე გამართავენ.  

დარბეული, დასახიჩრებული, ნაცემი და დაპატიმრებული ახალგაზრდების მხარდასაჭერად დღეს ქუჩაში დედები დგანან.

 მარშის სათავეში ჩამდგარი  ქალები მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს  დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს  ყველა უმიზეზოდ დაკავებული მომიტინგე, ვინც რუსთაველზე ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს იცავდა.

მსგავსი სიახლეები