დღევანდელი ფარსი და ცირკი 26 ოქტომბრის სიყალბის გაგრძელებაა - ბოკუჩავა

14.12.24 13:27
დღევანდელი ფარსი და ცირკი 26 ოქტომბრის სიყალბის გაგრძელებაა - ბოკუჩავა

ერთპარტიულ პარლამენტში მიმდინარე ერთკაციანი არჩევნების პროცესს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა "ცირკად" და "ფარსად" აფასებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ იზოლირებული პარლამენტის მიერ "ქართული ოცნების" პრეზიდენტად უდიპლომო ყაველაშვილის არჩევა იმ სიყალბის გაგრძელებაა, რაც ივანიშვილმა 26 ოქტომბერს მოაწყო. 

თვითმარქვია, არალეგიტიმურ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონთან, ოლაფ შოლცთან, დონალდ ტრამპთან მიწვევა არ ექნება. ესენი არიან თავისუფალი სამყაროს ლიდერები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის მხრიდან არსებობს სრული შეთანხმება, რომ კანდიდატის სტატუსის არა მხოლოდ გაფლანგვა, არამედ ევროპული გზის ჩახერგვა მოხდა ივანიშვილის მხრიდან. დღევანდელი ფარსი, ცირკი, რომელსაც ივანიშვილი დგამს, არის იმ სიყალბის გაგრძელება, რაც 26 ოქტომბერს ივანიშვილმა დაიწყო ქართველი ხალხის არჩევანის მიტაცებით", - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს -  ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია. 

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. 

ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - მომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. "ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე" - ისმის აქციაზე. 

აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები