დემოკრატიის დაცინვა - პრეზიდენტი "ოცნების" ერთკაციან არცევნებზე

14.12.24 13:31
დემოკრატიის დაცინვა - პრეზიდენტი "ოცნების" ერთკაციან არცევნებზე

დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!

„ერთი წლის წინ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და დღეს ცენტრალური კომისიის მსგავსი „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა. ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ქართული ოცნება და ხალხის ძალა დღეს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს. ერთადერთი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია. 

მსგავსი სიახლეები