"ნაყინი არ დაგეწუწოს დებილო", ამის გარდა რა უნდა უთხრა ყაველაშვილს - დათუნაშვილი

14.12.24 13:37
"ნაყინი არ დაგეწუწოს დებილო", ამის გარდა რა უნდა უთხრა ყაველაშვილს - დათუნაშვილი

"ნაყინი არ დაგეწუწოს დებილო, ამის გარდა რა უნდა უთხრა ყაველაშვილს" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, თაზო დათუნაშვილმა "პირველებთან" განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ახლა ქართველ ხალხს ორი მოთხოვნა აქვს - გამოუშვან საპყრობილეებიდან უკანონოდ დაკავებულები და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. 

ჩემი თაობის ხალხს ყველას გაქვთ ევროტურის ქართული ვერსია ნანახი, იქ ბოლოში არის - ნაყინი არ დაგეწუწოს დებილო, ამის გარდა მართლა რა უნდა უთხრა არ ვიცი. თავის ამომრჩეველს დასცინის ამით. ეს ხალხი აქამდეც დასცინოდა ყაველაშვილს, ამის მერეც დასცინის. ვისთვისაც ეს ყველაფერი საღადაო არ არის, არის "ოცნების" ამომრჩეველი, რომლებიც გაოცებულები, შოკირებულები არიან. მიხვდნენ, რომ გვიანი აბსოლუტიზმის სხვა ფაზაში გადავიდნენ. ეს კაცი დემონსტრაციულად აჩვენებს თავის ამომრჩეველს, რომ რასაც უნდა, იმას იზამს.

ეს ხალხი იქამდე იდგება აქ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება. ახლაც არიან ადამიანები, რომლებიც უკანონოდ დატყვევებულები, დატუსაღებულები არიან. ეს ხალხი უვნებლად გამოუშვით საპყრობილეებიდან დროზე და ყველა საქმე მათზე შეწყვიტეთ, თორემ საზოგადოების რისხვა არ დასრულდება", - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს -  ქვეყანაში ტარდება "არჩევნები", რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია. 

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. "ოცნების" მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს. 

ამის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დილიდან აქცია მიმდინარეობს - მომიტინგეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. "ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე" - ისმის აქციაზე. 

აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები