"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა - პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს

14.12.24 14:48
"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა - პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს

"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა -  ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო.

გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა. ივანიშვილის დეპუტატებმა და ხმოსნებმა ყაველაშვილს ტაშით ფეხზე წამოუდგნენ.

"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. 

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს. 

ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული. 

მსგავსი სიახლეები