წულუკიანმა ივანიშვილის პრეზიდენტს არ მიულოცა
მას შემდეგ რაც, ქართულმა ოცნებამ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად დასმა გააფორმა, ივანიშვილის რჩეულმა საკუთარი გუნდის წევრებისგან მილოცვები მიიღო.
"ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლების განსხვავებით, თეა წულუკიანი ყაველაშვილთან არ მისულა და გამარჯვება არ მიულოცავს.
მან, ცესკოს მიერ, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.
"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა - ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო.