წყარო: საჯარო სამსახურში დასაქმებულებს "ქართული ოცნება" ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებს
საჯარო სამსახურში დასაქმებულებს "ქართული ოცნება" ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებს - ინფორმაციას "პირველებს" სანდო წყარო აწვდის.
მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს ზემდგომები პირადად ურეკავენ და 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
ქვეყანაში არსებული უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, კახა კალაძე ნაძვის ხის ანთებას დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე გეგმავს.