ექსკლუზივი: "ოცნების" ბრიგადებს გადაცმული პოლიციელები, აქციის მონაწილეები ეგონათ და სასტიკად სცემეს
"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტები ასაჯაროებენ 7 დეკემბერს გადაღებულ კადრებს, საიდანაც ირკვევა, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები, სიკვდილის ბრიგადებს აქციის მონაწილეების ეგონათ და ისინი სასტიკად სცემეს.
ვიდეო-მასალაში "შაბათის ეთერმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვიდე სამმართველოს საიდუმლო თანამშრომლები ამოიცნო - გამომძიებელი ჟურნალისტების ოფისმა გომელაურის ორი საიდუმლო თანამშრომელი, ნიკა გვარაძე და გიორგი ვალიშვილი გაშიფრა, ისინი სახეს მალავენ და დახმარების გარეშე ტოვებენ ტერიტორიას.
შაბათის ეთერს, გიორგი ვალიშვილის მეზობლებმა დაუდასტურეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო თანამშრომელი სასტიკად ნაცემია, ჯერ საავადმყოფოში იწვა ახლა, თბილისს გაარიდეს.