ექსკლუზივი: ნაპოვნია საპატრულო ეკიპაჟი, რომელმაც სიკვდილის ბრიგადების ძალადობაზე რეაგირება არ მოახდინა

14.12.24 20:47
ექსკლუზივი: ნაპოვნია საპატრულო ეკიპაჟი, რომელმაც სიკვდილის ბრიგადების ძალადობაზე რეაგირება არ მოახდინა

რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, საპატრულო ეკიპაჟი, ნომრით - 74 11, "შაბათის ეთერმა" ელბაქიძის აღმართზე ეპოვა. ეს ის ეკიპაჟია, რომელმაც 2024 წლის 7 დეკემბერს, ღამით, ბესიკის ქუჩაზე, დანაშაულის ადგილი მიატოვა, ქართულ ოცნების სიკვდილის ბრიგადების ძალადობაზე რეაგირება არ მოახდინა და ამით უმძიმესი დანაშაულის თანამონაწილე გახდა. 

  • ამასთან, "შაბათის ეთერი" ასაჯაროებს კადრებს, რომელიც 7 დეკემბერს თბილისში, ბესიკის ქუჩაზე "კოალიცია ცვლილების" ოფისის აივნიდან 22:07 საათზეა გადაღებული. ვიდეო მასალაში  საპატრულო პოლიციის  ორი ეკიპაჟი (ნომრებით: 74 11 და 74 15) ჩანს. მათ  თვალწინ კი ხელკეტებით და კასტეტებით შეიარაღებული სიკვდილის ბრიგადები ადამიანებს დასდევენ - უმძიმეს დანაშაულზე პოლიცია არ რეაგირებს. 

22 საათზე და 7 წუთზე, სიკვდილის ბრიგადებს უკვე მოწყობილი აქვთ სისხლიანი გარჩევა, ბესიკის ბიზნეს ცენტრში სასტიკად ნაცემი ჰყავთ, მინიმუმ სამი ადამიანი. 

  • "შაბათის ეთერმა" მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, საიდანაც დგინდება, რომ ამ თავდასხმაში დაახლოებით 36 ზონდერი მონაწილეობდა. მათი ნაცემი დასისხლიანებული  ხალხის ნაწილი კი ამ დროს ოფისებშია, ნაწილი   ესიკის ქუჩაზე დადის, თუმცა  პატრული არ რეაგირებს, იმის მიმთხვევად რომ ხალხი მათ შველას სთხოვს. 

22 საათსა და 10 წუთზე, ბესიკის ქუჩაზე, სისხლიანი ანგარიშსწორების გადასაღებად მიდის "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი. კადრებში ჩანს, რომ როდესაც მაკა ჩიხლაძე გიორგი შეწირული ადგილზე მიდიან, ამ დროს დაპირისპირების ეპიცენტრში ორი საპატრულო ეკიპაჟი ჩანს. ამ წუთიდან იწყებს პირდაპირ მაუწყებლობას "ტვ პირველს" კამერაც და პირველივე  უწყვეტ კადრში სწორედ საპატრულო  პოლიციის ავტომობილი  და ეკიპაჟის წევრები ჩანან. 

  • უწყვეტ კადრში  კარგად ჩანს, რომ როდესაც ისინი ადგილზე მიდიან  არაფორმალების ბანდას ამ დროს პოლიციიდან რამდენიმე  ნაბიჯში ერთ ერთი ავტომობილი  ალყაში  ჰყავთ მოქცეული, ბნელ კუთხეში კი  მსახიობ გიორგი მახარაძეს სცემენ. როდესაც სიკვდილის ბრიგადის წევრები  ხედავენ , რომ ეს ძალადობა და დანაშაული ჩვენი კამერის კამერის ობიექტივში ხვდება, რამდენიმე წამში  გადამღები ჯგუფის განეიტრალების ოპერაცია იწყება.
  • მაკა ჩიხლაძეს ძირის აგდებენ, თავდამსხმელებმა არ იციან, რომ კამერა, პირდაპირი ეთერის რეჟიმშია და თავდასხმას ჟურნალისტებზე  მთელი საქართველო უყურებს. ისინი იტაცებენ სამაუწყებლო აპარატურას  იმ განცდით, რომ ამ ძალადობის შესახებ არავინ იცის და ვერავინ გაიგებს საბოლოოდ კი , ქალ ჟურნალისტს ძირს ძალის გამოყენებით აგდებენ და სცემენ. 

შემდგი სამიზნე კი ოპერატორია - ვიდეო მასალაში, რომელიც ადგილზე თვითმხილველმა გადაიღეს, ჩანს რომ დანაშაულებრივი ბანდა  გიორგი შეწირულს თავს ესხმის. სავარაუდოდ, გიორგი ლალიაშვილია პირი, რომელიც მას  წიხლს ურტყამს, საბოლოოდ კი ოპერატორს ჯერ ძირს აგდებენ, შემდეგ კი 6 ადამიანი წაქცეულს გამეტებით ურტყამს. გიორგი სიკვდილს პირდაპირი ჩართვის მოწყობილობამ გადაარჩინა, რომელიც ზურგზე ეკეთა.

"შაბათის ეთერმა", არა ერთი მტკიცებულება მოიპოვა, რომელიც ადასტურებს, რომ სისხლიან ღამეს, დიდი ალბათონით, არსებობდა არაფორმალური ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომ პოლიციას არ მოეხდინა რეაგირება სიკვდილის ბრიგადების თარეშზე. 

მსგავსი სიახლეები