პროტესტმა შედეგი გამოიღო - კალაძემ ნაძვის ხის ანთების ცერემონია გადადო

14.12.24 18:59
პროტესტმა შედეგი გამოიღო - კალაძემ ნაძვის ხის ანთების ცერემონია გადადო

მოქალაქეების პროტესტმა შედეგი გამოიღო - თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნაძვის ხის ანთების ცერემონია გადადო. ამის შესახებ კალაძემ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ "იგეგმებოდა პროვოკაციები".

როგორც მოგეხსნებათ, დღეს 19:00 საათისთვის დავაანონსეთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება. ეს არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც პირველ რიგი ეკუთვნის ჩვენს პატარებს, ბავშვებს, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის, შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციების მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს საახალწლო ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ, ვინც მოდიოდა, აღნიშნულ თანამოქალაქეებს, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და მინდა მათ მოვუწოდო დაშლისკენ“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები