"შაბათის ეთერი": "ტიტუშკები", რომლებიც ტვ პირველის რეპორტიორებს დაესხნენ თავს
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - ვინ არიან ე.წ. ტიტუშკები, ვისზეც რეჯმი დგას?! ერთ-ერთი ე.წ ძველი ბეჭი, რომელიც წყაროს ცნობით, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებაში იღებდა მონაწილეობას, გიორგი ლალიაშვილი იგივე "ბუბუკაა".
- გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მთაწმინდელი ტიტუშკა, ტვ პირველი ოპერატორს ზურგზე შედგა და საძმოსთან ერთად წიხლები ურტყა.
- 34 წლის გიორგი ლალიაშვილი რამდენჯერმე ნასამართლევია, ის ინგოროყვას ქუჩაზე ცხოვრობს. მის სახლში ფორმალურად ჩხრეკა კადრების გასაჯაროების შემდეგ პოლიციამ ჩაატარა, თუმცა არ დაუკავებიათ.
მიმკლავშია და ტელეკამერებს ემალება კიდევ ერთი გაშიფრული ე.წ. ტიტუშკა გიორგი კორძაია - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, ის ე.წ. ბუბუკას მეგობარი და ახლო გარემოცვის წევრია. თავდასხმიდან მალევე მან სოციალური ქსელი გააუქმა, თუმცა ინტერნეტში მისი და "ოცნების" დეპუტატის, ლადო კახაძის ფოტო იძებნება.
იდენტიფიცირებულია ალადობრივი რაზმების კიდევ ერთი წევრი, სანდო წყაროს ცნობით, ის ზუკა ძნელაძეა. როგორც გვიყვებიან, ერთ ერთი ე.წ. ტიტუშკა და სუსთან დაახლოებული კიდევ ერთი პირი რომელიც ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს.