მშვიდობა და სამართლიანობა რომ იყოს, საჭიროა ახალი არჩევნები - პრეზიდენტი

14.12.24 19:29
მშვიდობა და სამართლიანობა რომ იყოს, საჭიროა ახალი არჩევნები - პრეზიდენტი

პრეზიენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ წუთებში, რუსთაველის გამზირს ტოვებს, ამბობს, რომ მშვიდობისთვის და სამართლიანობისთვის, აუცილებელია ახალი არჩევნები. 

ხალხი პრეზიდენტს ტაშით და მადლობებით აცილებს. 

არ გინდათ კითხვები, არ გვინდა, არც - „სალომე, სალომე“, არც „მადლობა, მადლობა“. აქ ვართ ყველანი ერთად ორი რამის გამო. ერთი, თუ არ იქნება ამ ქვეყანაში სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა, რომელიც ყველას უნდა. მშვიდობა და სამართლიანობა, რომ იყოს, საჭიროა ახალი არჩევნები. ამისთვის ვართ აქ, მშვიდად, წყნარად და არეულობის გარეშე. ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი მეორე მოთხოვნას თამარა მაჭავარიანი გააჟღერებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები