გაშიფრულია: რუსთაველზე მდინარაძესთან ერთად, კორცხელის ინციდენტში მონაწილე გიორგი იანტბელიძე გამოჩნდა

14.12.24 20:20
გაშიფრულია: რუსთაველზე მდინარაძესთან ერთად, კორცხელის ინციდენტში მონაწილე გიორგი იანტბელიძე გამოჩნდა

"ოცნების" ის მხარდამჭერები, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ზეიმზე საგანგებოდ, მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს, მამუკა მდინარაძემ უკან გაბრუნა.

"ქართული ოცნების" ლიდერი რუსთაველზე, პოლიციის კორდონის მეორე მხარეს დადგა და პარტ აქტივსა და საჯარო მოხეებს დაშლისკენ მოუწოდა. 

კადრებში, რომელიც "პირველებმა" გადაიღო, ჩანს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე. 

კადრებში ჩანს, ლევან ჯაფარიძე - კრწანის მაჟორიტარი.

იანტბელიძე არაერთ სკანდალშია გახვეული. რამდენიმე დღის წინ, ეს უკანასკნელი, ევროპული აქციის მონაწილეებს ღიად ემურებოდა.

გიორგი იანტბელიძის სახელი გაჟღერდა,  2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში მომხდარი ძაადობის საქმეში, როცა ოპოზიციას "ოცნების" ე.წ. ზონდერები ოპოზიციის წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ. 

მსგავსი სიახლეები