თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელი აქციის მონაწილეებს ღიად ემურება

03.12.24 22:20
თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელი აქციის მონაწილეებს ღიად ემურება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სკანდალში ეხვევა - გიორგი იანტბელიძე ევროპული აქციის მონაწილეებს ღიად ემუქრება. 

იანტბელიძე "ქართული ოცნების" პროპაგანდისტის, ბექა ჩხაიძის ვიდეო მიმართვაში, სადაც მომღერალი 22 წლის ახალგაზრდის მძიმედ დაზიანებაში, აქციის მონაწილეებს და ოპოზიციას ადანაშაულებს,  წერს: "მზად ვართ მიგვიშვან!"

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, გიორგი იანტბელიძე ავარჯიშებს ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორის რაზმს, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით, სპეცრაზმელების ფორმა გადააცვეს და დღეს რუსთაველის გამზირზე გაიყვანეს. 

ამასთან, გიორგი იანტბელიძის სახელი გაჟღერდა,  2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში მომხდარი ძაადობის საქმეში, როცა ოპოზიციას "ოცნების" ე.წ. ზონდერები ოპოზიციის წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ. 

  • 3 დეკემბრის აქციაზე სპეცრაზმელების მიერ დაშავებული მოქალაქეებიდან ერთი ამ დრომდე რეანიმაციაშია, ერთ-ერთს, დათა ხარაიშვილს თვალზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა - მას აქვს თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა.
  • რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ალექსანდრე თირქია. გავრცელებული ინფორმაციით, მას თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი გაზის კაფსულა მოხვდა.

მსგავსი სიახლეები